სამშენებლო კომპანია „ჯითი ინვესტი“ ქალაქი თბილისი ოსიპ მანდელშტამის ქუჩა #2 გ -ში, აშენებს მრავალბინიან საცხოვრობელ სახლს. შენობა (საცხოვრებელი, კომერციული) არის 17 სართულიანი. პირველ მიწისპირა, და ასევე მიწისქვეშა სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი 38 ავტომანქანაზე, ხოლო შენობის მიმდებარედ კიდევ 24 ღია ავტოსადგომის ადგილი. (მათ შორის 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის). მე-2 და მე-3 სართულებზე განთავსებულია საოფისე ფართები, ხოლო მე-4 სართულიდან მე-17 სართულამდე განთავსებულია საცხოვრებელი ბინები.
შენობის სტრუქტურა წარმოადგენს საძირკვლის გაძლიერებული ბეტონის ფილაზე დაფუძნებულ სტრუქტურულ ჩარჩოს, რომელიც შედგება გაძლიერებული ბეტონის სვეტებისაგან, კოჭებისაგან, სართულშუა გადახურვის ფილისაგან, კიბის სტრუქტურა შედგება გაძლიერებული ბეტონისგან, კედლის შემავსებლად გამოყენებულია საკედლე ბლოკი (20х40х20), საიზოლაციო ფენა, ქვიშა-ცემენტის ლესვა, ჰიდროიზოლაცია.
შენობის ფასადის მოპირკეთება გადაწყვეტილია: ტრავერტინის ფაქტურიანი დეკორატიული ლესვა, და საფასადე კომპოზიტური მასალით(ხის ფაქტურა) აივნების მოპირკეთება.
შენობა გადაიხურება ბრტყელი სახურავით, გადახურვის ფილაზე მოეწყობა საიზოლაციო ფენა, ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა და ბიტუმის საიზოლაციო ფენილი.
საპროექტო ტერიტორიის შესასვლელთან მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტი. შენობა ასევე აღიჭურვება ავტომატური სახანძრო-საგანგაშო სისტემით, რაშიც იგულისხმება კვამლაღმომჩენი და ცეცხლაღმომჩენი სისტემები. კომპანია „ჯითი ინვესტი“ გთავაზობთ ნამდვილ ე.წ. „თეთრ კარკასს“, რომელშიც გათვალისწინებულია შემოსასვლელი რკინის
კარები, მეტალოპლასტმასის ვიტრაჟები, ბლოკით ამოყვანილი ტიხრები (დამკვეთის სურვილისამებრ), ელექტრო გაყვანილობის წერტილი, წყალკანალიზაციის და ვენტილაციის
დგარები, გაზმომარაგების დგარიდან შიდაგანაწილება, იატაკის მოჭიმვა, კედლების შელესვა.
საცხოვრებელი სახლი შედგება 2 სადარბაზოსგან ერთმანეთთან დამაკავშირებელი დერეფნით, ორი ლიფტით და კიბით, რომელიც გამოიყენება ავტოსადგომიდან ბინის ბოლო
სართულამდე. ბინების ჭერის სიმაღლე ბინის მზა მდგომარეობაში 2.90 მეტრია. ყველა საცხოვრებელ ფართს ექნება საზაფხულო ფართები 4 კვ.მ-დან 11 კვადრატამდე.
შესაძლებელია ბინების გაერთიანება ან დაყოფა (მინიმალური ფართი 42.9 კვ.მ., ხოლო მაქსიმალური ფართი სურვილის მიხედვით) მათი თავისუფალი დაგეგმარებით ვიტრაჟების
ღიობის გათვალისწინებით.
თქვენი სურვილის შემთხვევაში, თქვენივე გამოვნებით არჩეული ინტერიერის გათვალისწინებით შესრულდება რემონტი.
ჩვენს მობინადრეებს სახლი ჩაბარდებათ შემდეგ მდგომარეობაში:
შენობის ფასადი მოპირკეთებული, გალესილი და შეღებილი;
სადარბაზო გალესილი და შეღებილი;
კეთილმოწყობილი მიმდებარე ტერიტორია;
სრულყოფილი სახურავი;
შენობაში დამონტაჟებული და ჩართული ლიფტები;
მშენებლობა დაწყებულია 2022 წლის 20 მარტიდან, ხოლო მშენებლობის დასრულების ვადა განისაზღვრება 2024 წლის აპირლი-მაისისათვის.
პროექტის უპირატესობები:
სახლი მდებარეობს წყნარ და საცხოვრებლად კომფორტულ ადგილას, ეზოში მოეწყობა გამწვანებული დასასვენებელი და საბავშო ზონა, ტერიტორია გახსნილია სივრცით, აქვს ლამაზი ხედი რომელიც გადაყურებს ქალაქს. მოსახერხებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, სახლიდან 300 მეტრში არის მეტროსადგური „ვარკეთილი“. განათების ორიენტაცია აქვს აღმოსავლეთ - სამხრეთის მხრიდან. საცხოვრებლად არის მოსახერხებელი, რადგანაც გადაადგილება თანაბრად კომფორტულია მტკვის მარცხენა სანაპიროს, ვაგზლის მოედნის, თბილისის ზღვისა და აეროპორტის მიმართულებით, როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამასთანავე ახლოს მდებარეობს, საჯარო და კერძო სკოლები, ბაღი, საავადმყოფო, პოლიცია, მაღაზია და სავაჭრო ცენტრები.