ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

დეველოპერული კომპანია „ჯითი ინვესტი“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე. აქ შეკრებილ გუნდს აქვს სამშენებლო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. კომპანიის მიზნები და საქმიანობა ეფუძნება სწორი მენეჯმენტისა და მთლიანი გუნდის მიერ ერთობლივად შემუშავებულ თანამედროვე კონცეფციას, რომელიც განაპირობებს კომპანიის წარმატებას და მაქსიმალურად შეესაბამება დღევანდელი მომხმარებლის მოლოდინსა და მოთხოვნებს. 

ჩვენი მიზანია მოკლე დროში საიმედო და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსის აშენება თანამედროვე ტექნოლოგიებით.

დღეისათვის კომპანია „ჯითი ინვესტი“ ახორციელებს მასშტაბურ დეველოპერულ პროექტს - მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის მშენებლობას გურამიშვილის გამზირი N28-ში, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით და სრულად პასუხობს სამშენებლო სფეროში არსებულ გამოწვევებს. ამასთანავე ჩვენი მთავარი პრინციპია ხელმისაწვდომი ფასი, ბინების სახელშეკრულებო ვადებში ჩაბარება, ხარისხი და საიმედოობა.

მოგვწერეთ

მოგვწერეთ