დიდი დიღომი, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ (მიმდინარე)
პროექტის შესახებ
სამშენებლო კომპანია „ჯითი ინვესტი“ქალაქ თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის კვლევითი ინსტიტუტის ფართობების მიმდებარედ, აშენებს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლს. საპროექტო შენობა კონსტრუქციული სქემით 8 სართულიანია, შედგება 7 მიწისზედა და 1 მიწისქვედა სართულისგან. მიწისქვედა სართულზე განთავსებულია 12 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი; პირველ სართულზე კიდევ 8 ავტოსადგომი და 4 კომერციული ფართი; მეორე და მესამე სართულებზე საოფისე ფართები; მე-3-დან მე-7 სართულის ჩათვლით კი საცხოვრებელი ბინები.
შენობის მზიდი კარკასი წარმოადგენს ჩარჩოვან კავშირებიან სისტემას, სვეტების, რიგელების, დიაფრაგმებისა და გადახურვის ფილების სახით. შენობის სახურავი ბრტყელია, თბო და ჰიდროიზოლაციის დამცავი ფენით და წყლის გადაყვანისთვის აუცილებელი მცირე ქანობებით.
შენობისფასადისმოპირკეთებაგადაწყვეტილია: YTONG-ის ბლოკით, მსუბუქი ფითხით/ბათქაშით და აგურის ფილებით.
შენობის სახურავი შედგება 5 ფენისგან: 1 - თაბაშირ-მუყაო; 2 - ბეტონი; 3 - მინერალური ბამბა; 4 - ცემენტით მოსწორება; 5 - ბიტუმიანი ლენტი გადასახურავი ხალიჩით.